თბილისი ჰილს გოლფის მხარდაჭერით, კალინინოს საჯარო სკოლამ პროექტორი და დაფა შეიძინა, რაც უკვე გამოიყენება საინტერესო და აქტუალურ თემებზე სასწავლო პრეზენტაციებისთვის.
მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით გაასუფთავეს და გაალამაზეს ქართული ენის კაბინეტი, სადაც პირველივე თემად მოამზადეს პრეზენტაცია „ბავშვები ქუჩაში“. მათ იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რა გარემოებები აიძულებს ბავშვს ქუჩაში აღმოჩნდეს, რა პრევენციის ზომებს მიმართავს სახელმწიფო და რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებას ამ პრობლემის შესამსუბუქებლად.
კერძო სექტორის მხარდაჭერით განხორციელებული ეს ინიციატივა ახალგაზრდებისთვის მაგალითია იმისა, რომ პოზიტიური ცვლილებების შექმნა მათ ხელშიცაა!