ქვემოხეთი სოფელ საჭამიასერის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანია, სადაც ბევრი ბავშვი ცხოვრებს და მათი რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება ზაფხულობით. თუმცა, მათ ამ დრომდე არ ჰქონდათ სპორტული მოედანი, სადაც ერთად ითამაშებდნენ. ამიტომ, მხარდაჭერისთვის, ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიმართეს.

შედეგად, შპს ,,აპოგეას“ დამფუძნებელმა გივი მათითაიშვილმა უზრუნველყო სტადიონისთვის შერჩეული ადგილის მოპირკეთება სპეციალური ტექნიკით. ბიზნესმენმა ემზარ კუტალაძემ გარე განათება შეიძინა, ხოლო ერთ-ერთმა ადგილობრივმა მშობელმა – ვანო დუდუჩავამ კეთილმოწყობის სამუშაოებზე აიღო პასუხისმგებლობა.

მოსწავლეებმა თემის მასშტაბით გაავრცელეს ინფორმაცია ახალი სტადიონის შესახებ და საფეხბურთო ტურნირებში ჩართეს სოფლის მაცხოვრებლები.