“აწყურის ტრენინგ-ბანაკი ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და ახალი შესაძლებლობებით სავსე იყო. პოზიტიური და კვალიფიციური ტრენერები სიღრმისეულად გვიხსნიდნენ, როგორ უნდა წარგვემართა პრეზენტაცია სწორად, გავმხდარიყავით წარმატებული ლიდერები და ა.შ. ასევე, იყო უამრავი დაგეგმილი აქტივობა. ჩემთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეულად საინტერესო იყო პრეზენტაციის წარმოდგენის საშუალებების შესწავლა და მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება.

როგორც თითოეული სასწავლო წლის დასაწყისს, ამჯერადაც ახალი იდეებით ვარ აღსავსე. ყველა მოსწავლეს ვუსურვებ ამ შესაძლებლობის გამოყენებას.” – ამბობს ელენე მაზაშვილი, მოსწავლე სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან.