ორი თვის განმავლობაში, 11 მოსწავლე იყო ჩართული “ჭრელა 2017”-ის ყოველდღიურ საქმიანობაში: პროდუქტის ლაბორატორიულად შემოწმება, ყველის ამოყვანა, ბოთლებში რძის ჩამოსხმა და ეტიკეტირება.
კოოპერატივი “ჭრელა 2017” სოფელ ლასურიაშში მდებარეობს და ტრადიციულთან ერთად, არტიზანულ ყველს აწარმოებს. ის მოიცავს როგორც მესაქონლეობის ფერმას, ისე რძის გადამამუშავებელ საწარმოს.