ჩვენი პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გააცნეს სამოქალაქო კლუბებისა და თვითმმართველობის მიერ განხორციელებული საუკეთესო ინიციატივები. ასევე, თანატოლებს გაუზიარეს გამოცდილება მცირე საგრანტო პროექტებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.

ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ წლის ლიდერი სკოლები რეგიონის მასშტაბით, რომლებიც დაჯილდოვდებიან ტექნიკით:

🔹სსიპ – ქარელის რაიონი სოფელ ბებნისის საჯარო სკოლა

🔹 სსიპ – ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა

🔹 სსიპ – ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლა

🔹 სსიპ – ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა

ასევე, სურამის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თოჯინების თეატრი “ეზოს ოპერა”, ხოლო მასწავლებლებისთვის დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონულმა კოორდინატორმა ლელა წურწუმიამ.

სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება და აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში.

შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.