ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები ამჯერად ახალციხეში შეიკრიბნენ, რათა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ წლის განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტები. ასევე, ღონისძიებააზე გამოვლინდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები:

✅ სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლა

✅სსიპ -ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა

✅ სსიპ- ქალაქ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა

✅ სსიპ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა

✅ სსიპ – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლა

ამ სკოლებმა, ამავდროულად, მოიპოვეს ლიდერი სკოლების სტატუსი და მომავალ წელს საკუთარ გამოცდილებას სხვა სკოლების გაუზიარებენ.

🤝 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლებს პროგრამის პარტნიორია ახალციხის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.