პროგრამის პარტნიორი 36 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული გამორჩეული პროექტები და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლანჩხუთის #3 და ქვენობნის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, შემოსულ თანხას კი მოსწავლეები ქველმოქმედებას მოახმარენ. ასევე, ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ინტერაქტიული პერფორმანსი ადიქციის თემაზე.
ღონისძიების მსვლელობისას სერტიფიკატები გადაეცათ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს, რომლებსაც ასევე მიენიჭათ “ლიდერი სკოლების” სტატუსი. ეს სკოლები არიან:
სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლა
სსიპ- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა