ქუთაისში გამართულ ღონისძიებას დაესწრო პროექტში ჩართული 93-ვე პარტნიორი სკოლა იმერეთის მასშტაბით. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათ მიერ განხორციელებული საკლუბო პროექტები, მოსწავლეთა თვითმმართველობების ინიციატივები, კერძო სექტორთან პარტნიორობის შედეგები და სხვა მიღწევები. ასევე, გამოვლინდნენ 2024 წლის საუკეთესო თვითმმართველობა და გეიმიფიცირებული პროგრამის „ღია თვითმმართველობის“ გამარჯვებულები.
ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს, რომლებსაც ასევე მიენიჭათ “ლიდერი სკოლების” სტატუსი, ტექნიკას კი უახლოეს პერიოდში მიიღებენ. ეს სკოლები არიან:
სსიპ – მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა
სსიპ- ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლა
სსიპ – ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლა
სსიპ – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა
იმერეთის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია Research-Intellectual Club “Dialogue of Generations”