კომპანიამ უკვე შეარჩია პროექტები ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან, რომლებიც საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი თანხით – ჯამში 15 000 ლარით დაფინანსდება.

საქველმოქმედო საღამო Tbilisi Hills Golf-მა 15 ივნისს გამართა, სადაც, გამომსვლელთა შორის, რუსთავის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იყვნენ. მოსწავლე დავით კობზონაძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო თანატოლებთან ერთად შექმნილი პროექტის შინაარსი, რომელიც სკოლაში, ინფორმაციის სწრაფად გავრცელების მიზნით, სკოლის რადიოს შექმნას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ Tbilisi Hills Golf-მა გასულ წელს თელეთის საჯარო სკოლასთან ითანამშრომლა. მოსწავლეებს გადაეცათ კინო კლუბის შესაქმნელად საჭირო პროექტორი და ხმის გამაძლიერებლები. ასევე, დამატებით მიიღეს 5 კომპიუტერი და სპორტული ინვენატრი

Tbilisi Hills Golf-მა საქველმოქმედო საღამო უკვე მეორედ გამართა, საქართველოსა და უკრაინაში მოქმედი ორგანიზაციებისთვის თანხის შეგროვების მიზნით.