ფორუმში, პირველ დღეს, საქართველოს მასშტაბით, 11 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექტორები მონაწილეობენ. ისინი დამსწრეებს უზიარებენ სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს.

ფორუმი გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ.

ფორუმის პირველი სესიის – მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა – ფასილიტატორი იყო სამლქალაქო განათლების ექსპერტი მანანა ჯინჭარაძე.

ფორუმის მეორე სესიას – მოსწავლეთა უკუკავშირი სამოქალაქო განათლების ციფრულ სასწავლო რესურსებზე – ფასილიტაცია გაუწიეს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტმა მარიკა სიხარულიძემ და გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ.