კომპანიის წარმომადგენლები პირადად ეწვივნენ ბორჯომის #4, სოფელ დიდი სმადის და სოფელ ურაველის საჯარო სკოლებს, რომელთა პროექტებიც სკოლისა და თემის მასშტაბით წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურებოდა. სკოლებმა FRIXX-ისგან საჩუქრად მიიღეს წიგნები და წიგნების თარო. ასევე, დონორ კომპანიას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობები.

კომპანიამ USAID-ის სამოქალაქო გაანთლების პროგრამასთან გასულ წელსაც ითანამშრომლა და სოფელ ბალანთის საჯარო სკოლის პროექტი დააფინანსა.