ბანაკი მოიცავდა ტრენინგებს ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა პიარ კამპანიების დაგეგმვა და პროფესიული ორიენტაცია. ასევე, მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ეროვნული თავდაცვის აკადემიას და შეხვდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში.
საზაფხულო დღის ბანაკი განხორციელდა სოციალურ კაფე „სფეისთან“ და ორგანიზაცია „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთან გაერთიანება“ თანამშრომლობით, ხოლო ბანაკის მხარდამჭერი იყო ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო.