სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპანიის მხარდაჭერით შეიძინეს აუდიო აპარატურა, რაც მათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებისთვის ესაჭიროებოდათ.

სოფელ შულავერის #1-მა საჯარო სკოლამ, ფრიქსის დაფინანსებით სპორტული ინვენტარი შეისყიდა. შედეგად, სკოლაში რეგულარულად იმართება მინი ფეხბურთის, ფრენბურთის, და სხვა სპორტული ტურნირები. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა გოგოების ჩართულობა სპორტულ აქტივობებში.