მასში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა შიდა ქართლის 33 პარტნიორი სკოლიდან.
ტრენინგების მთავარ თემებს შორის იყო პროექტის წერა და სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერება. შედეგად, მოსწავლეებმა თავად შეიმუშავეს პროექტები, რომლებსაც თანატოლებთან ერთად განახორციელებენ ახალ სასწავლო წელს.
ასევე, მოსწავლეებისთვის ლექციები წაიკითხეს სახალხო უნივერსიტეტის ლექტორებმა ირაკლი ირემაძემ, ბექა კობახიძემ და გიორგი ფანიაშვილმა თემებზე: საქართველოს და ევროპის ქვეყნების ურთიერთობები ანტიკური ეპოქიდან მე-20 საუკუნემდე, ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების გაერთიანება და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ევროპა.
ტრენინგების პარალელურად, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში, რაც მიზნად ისახავდა მათ დამეგობრებას და შიდა ქართლის სხვადასხვა სკოლას შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობის გაზრდას.