‘’ბანაკში როდესაც მოვდიოდი, ვიცოდი, რომ შევიძენდი ძალიან ბევრ მეგობარს და სხვადასხვა აქტივობაში მივიღებდი მონაწილეობას. ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, რას ნიშნავს იყო ლიდერი და რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ლიდერი, როგორ დავწეროთ პროექტი და ა.შ.”- ამბობს მარიამ ჭუაძე, ქ. ახმეტის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე.

კახეთში მოსწავლეებისთვის სამდღიანი ტრენინგ ბანაკი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეებმა თელავის, ლაგოდეხის ახმეტის სკოლებიდან. ბანაკის მთავარი თემები იყო ლიდერობა, ახალგაზრდული პროგრამების შემუშავება, სასკოლო პროექტების წერა და ინიციატივების წარდგენა.