მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მხარს უჭერს სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინიციატივას. მათ შორის ერთ-ერთია პროექტი “თოჯინები მოგვითხრობენ უფლებებზე, რომელიც სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათი სამოქალაქო განათლების პედაგოგის – ელისო ჩიქოვანის დახმარებით განახორციელეს. “ალბათ ბევრს გაუკვირდება, რა შუაშია თოჯინები სამოქალაქო განათლებასთან. ჩვენი პროექტის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ განსხვავებული, სახალისო ფორმით აგვემაღლებინა მოსწავლეებში ცნობიერება ადამიანის უფლებების შესახებ.
პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ ბევრი საინტერესო აქტივობა: მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები ადამიანისა და ბავშვთა უფლებების შესახებ და მოვიწვიეთ რეჟისორი გამოცდილების გაზიარების მიზნით. ასევე, ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შექმნეს თოჯინები და მოაწყვეს მოძრავი სცენა. შევიმუშავეთ სცენარი, გავანაწილეთ როლები, მუსიკის გაკვეთილზე მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნეს და საბოლოო ჯამში მივიღეთ შედეგი- გავმართეთ თეატრალური წარმოდგენა.” – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი და აღნიშნავს, რომ პროცესში აქტიურად იყო ჩართული როგროც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მშობლები.