მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭრით, მოზარდებმა სკოლის ეზოში მოაწყვეს სივრცე არაფორმალური განათლებისთვის. ასევე, შექმნეს აქტივობების კალენდარი, რომელიც მოიცავს ფილმების ჩვენებებს, დისკუსიებს, თემატურ შეხვედრებს, სასწავლო ვიზიტებს და სხვა აქტივობებს.
“საზაფხულო სკოლის” ფარგლებში, მოსწავლეებმა ერთი დღე დაუთმეს გარემოსდაცვით აქტივობებს: მოამზადეს პრეზენტაციები დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებსა და ნარჩენების მართვაზე; შეაგროვეს მუყაოს ყუთები და დაამზადეს თოჯინები თეატრისთვის; შეღებეს საბურავები და აქციეს ისინი საყვავილეებად.
ასევე, მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ყვავილების სათბურ “ფლორა ვილეში”, სადაც, სოციალური მეწარმისგან საჩუქრად მიიღეს ნერგები სკოლის ეზოში დასარგავად.