„კულას” დაფინანსებით, სკოლის ეზოში გაკეთდა სცენა, გაშენდა ვარდების ხეივანი და მოეწყო ბილიკები. ხელოსნებთან ერთად, სამუშაო პროცესში აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოება. ამავდროულად, დამზადდა ბანერი დამფინანსებელი კომპანიების შესახებ, რომელიც სკევრში განთავსდება. დარჩენილია განათების დამონტაჟება და სცენის მოპირკეთება. სკვერისთვის საჭირო სკამებს მოსწავლეებს კომპანია „ჩინარი“ გადასცემს. პროექტი ზასფხულში დასრულდება, ახალ სასწავლო წელს კი მოსწავლეები განახლებულ გარემოში შეხვდებიან.