ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ სასკოლო სამოქალაქო კლუბ “დემოსის” წევრები – საბა ბერიძე და საბა მოისწრაფიშვილი. მოსწავლეების ინიციატივას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა თვითმმართველობამაც, რის საფუძველზეც მოხდა სტადიონის მოწესრიგება, ხოლო USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დაფინანსებით, მოსწავლეებმა შეიძინეს ბადეები საფეხბურთო კარებისთვის. “ჯამში საფეხბურთო ტურნირში 50-მდე ადგილობრივი, დამსვენებელი თუ სხვა სოფლის ახალგაზრდა ჩაერთო.

სამოქალაქო განათლების კლუბ “დემოსის“ მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იყო. ჩვენ კვლავაც გვაქვს გეგმაში უფრო მასშტაბური სპორტული ღონისძიების გამართვა.’’ – ამბობს მიშა სურგულაძე, სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.