კომპანიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს უკვე გადასცეს საკერავი მანქანა, ფერადი პრინტერი, ფაზლის საბეჭდი პრესი, ჰაერის გამწოვი და სხვა ნივთები, რომლებიც ახალგაზრდებს მათი იდეის განსახორციელებლად დასჭირდებათ.მოსწავლეების პროექტი “აღმოაჩინე შენი სოფელი” მიზნად ისახავს სოფელ მუხრანის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ამასთან ერთად, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას.
კომპანიისგან მიღებული ინვენტარით, მოსწავლეები თავად დაამზადებენ ფაზლებს საქართველოს რუკისა და სოფელ მუხრანის ისტორიულ-კულტურული ძეგლების გამოსახულებით. ფაზლები მოთავსდება ასევე მოსწავლეების ხელით შეკერილ ქისებში, რომლებიც გაიყიდება, შე
მოსული თანხა კი მოხმარდებათ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. საწყის ეტაპზე პროექტი “აღმოაჩინე შენი სოფელი” დაფინანსდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტით. შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეებმა პროექტი წარადგინეს პროგრამის ფარგლებში გაამრთულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მცხეთა-მთიანეთში, სადაც დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვეს კომპანია “ლიდერფუდისგან”.