ქვემო ქართლის მასშტაბით ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში შეიკრიბნენ. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა განვლილი წელი შეაჯამეს და დამსწრეებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები წარუდგინეს. ასევე, წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი ოჯახში ძალადობის თემაზე. გამორჩეული მოსწავლეები და პედაგოგები მადლობის სიგელებითა და სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდნენ. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში, ქვემო ქართლის მასშტაბით, 74 სკოლაა ჩართული. 2022-2023 სასწავლო წელს, ამ სკოლების სამოქალაქო კლუბებმა 167 პროექტზე იმუშავეს, ხოლო მოსწავლეთა თვითმმართველობებმა 84 ინიციატივა განახორციელეს. ამასთანავე, სხვადასხვა დაწესებულებაში სტაჟირება გაიარა 50-მდე მოსწავლემ.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024