აჭარის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 72 სკოლაა ჩართული. 2022-2023 აკადემიურ წელს ამ სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებმა 96 პროექტი განახორციელეს და 18-ჯერ ითანამშრომლეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ამავდროულად, 140 პროექტი განახორციელეს სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა.
ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიაში სტაჟირება გაიარა 33-მა მოსწავლემ. დღეს გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებმაც დამსწრეებს გამორჩეული პროექტები წარუდგინეს.
ასევე, მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ მოსწავლეებს საკუთარი იდეების განხორციელებაში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დორექტორი მარინა უშვერიძე და USAID-ის წარმომადგენელი ნინკა ბუაჩიძე, რომლებმაც მოსწავლეებისა და პედაგოგების ნამუშევრები შეაფასეს.