რეგიონის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 36 სკოლაა ჩართული, 2022-23 სასწავლო წლის შედეგი კი ასეთია:60 მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულო პროექტი80 სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული პროექტი15 თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებასთან14 სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული8 კამპანია/აქცია და ა.შ.ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები. ასევე, ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლის წევრებმა წარმოადგინეს ინტერაქტიული პერფორმანსი გარემოს დაცვის თემაზე. ღონისძიების მსვლელობისას მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სკოლების მხარდამჭერ კომპანიებსა და ორგანიზაციებს.