ქუთაისში შეკრებილ 300-მდე ადამიანს შორის იყვნენ პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლამ.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინების საშუალებით წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი თემაზე “რა არის სამოქალაქო განათლება?”ასევე, ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდა მოსწავლეთა თვითმმართველობების სამი საუკეთესო თავმჯდომარე:
I ადგილი – ანა ხვედელიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. რგანის საჯარო სკოლა
II ადგილი – თამარ ჭანტურიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლა
III ადგილი – ელენე რობაქიძე, დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ.
ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაამავდროულად, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები როგორც სამოქალაქო კლუბებისა და თვითმმართველობების, ასევე მცირე გრანტებისა და კერძო სექტორის ჩართულობის მიმართულებით.ჩვენს პროგრამაში, იმერეთის მასშტაბით, 93 სკოლაა ჩართული.
2022-23 აკადემიური წლის განმავლობაში ამ სკოლებმა 249 პროექტი განახორციელეს. მათგან 137 მოსწავლეთა თვითმმართველობების, 112 კი სამოქალაქო კლუბების ძალისხმევით შედგა.იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი.