პროექტი “იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე” მოსწავლეებმა თბილისში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარადგინეს და “დიოს” მხარდაჭერა მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა ჯანსაღი ცხოვრების შესახებ და გამართეს შეხვედრები სპეციალისტებთან. მათ ასევე მოაწყვეს “მხიარული სტარტები” და “კულინარიული დუელი”.დასკვნით ეტაპზე სკოლას ეწვია “დიო”-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი.

მან სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ასევე, კომპანიამ სკოლას დამატებითი ბიუჯეტი გამოუყო საკალათბურთო ინვენტარის შესაძენად. „ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ახალგაზრდებში. მოსწავლეები რომ ფიზიკურად უფრო აქტიურები იყვნენ, მათ შესაბამისი გარემო და პირობები სჭირდებათ. აუცილებელია, ასევე, რომ კვალიფიციურმა პირებმა საჭირო ინფორმაცია გაუზიარონ ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც.

სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. ვფიქრობთ, ამით საკუთარი წვლილი შევიტანეთ მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცოხვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში.“ – აცხადებს თამაზ დაუშვილი.