ფოთში გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 74 სკოლაა ჩართული. განვლილი აკადემიური წლის განმავლობაში ამ სკოლების თვითმმართველობებმა 130-მდე, სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა კი 145-მდე პროექტი განახორციელეს. ღონისძიების დასასრულს, ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი “მე მაქვს უფლება”.