ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები გუშინ მცხეთაში, #2 საჯარო სკოლაში შეიკრიბნენ. მოსწავლეებმა სტუმრებს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები წარუდგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და USAID-ის წარმომადგენელი ნინო უძილაური.
ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის, NGO-ების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა მხარდაჭერითაც მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი იდეები რეალობად ექციათ.
მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 28 სკოლაა ჩართული. 2022-23 აკადემიურ წელს ამ სკოლებმა 146 პროექტი განახორციელეს. მათგან 81 პროექტი სასკოლო სამოქალაქო კლუბების, ხოლო 64 მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ იყო ინიცირებული.