2017 წლის 6 დეკემბერს თბილისის №186-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის
მოსწავლეები აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, ქ-ნ ლაურა ბერგერს და ქ-ნ ნინო ბუაჩიძეს შეხვდნენ. მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს სასკოლო სამოქალაქო კლუბში მათ მიერ
განხორციელებული პროექტები, რომლებიც მოიცავდა თანატოლთა შორის ძალადობის კვლევის გზით
მის შემცირებას, საგზაო უსაფრთხოებას, გარემოს დაცვასა და საქველმოქმედო ინიციატივებს.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობას.