გაჭედილის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, სკოლაში სპორტული დარბაზის აღდგენა დაისახეს მიზნად. დამატებითი რესურსების მოზიდვის მიზნით მოსწავლეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიმართეს თხოვნით.
სარემონტო სამუშაოებისათვის სკოლამ 600 ლარი, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ 800 ლარი გამოყო. სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სარემონტო სამუშაოებში და დასუფთავების აქციაში.
თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, სკოლაში მოეწყო ფოტოგამოფენა, სპორტული შეჯიბრებები.