ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდული კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში პროგრამის „მომავლის თაობა “ ჩართულმა მოსწავლეებმა და პოლონური ახალგაზრდული პარლამენტის, არასამათავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო შეხვედრა გამართეს.

კვირეულის ფარგლებში პოლონური დელეგაცია გაეცნო ორგანიზაციის და მიმდინარე თუ გასული პროექტების შესახებ ინფორმაციას, პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე მოსწავლეებმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე. დელეგაცია ასევე შეხვდა სტუდენტებს და გაუზიარა გამოცდილება განათლების საკითხებთან დაკავშირებით.

ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში გამართა კონფერენცია „აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა და ინიციატივები.“ კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, მოხალისეობის კულტურის და ინიციატივების მნიშვნელობაზე. ასევე პოლონური და ქართული ორგანიზაციების დამეგობრებაზე.

კვირეულის ბოლოს, პოლონურ დელეგაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში , უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა აჭარაში ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს ჩამოყალიბებას. კვირეულის განმავლობაში, დელეგაციამ მოინახულა აჭარის ულამაზესი ადგილები და გაეცნო კულტურას.