2017 წლის 29 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ერას მოედანზე პროექტის „საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“ ფარგლებში მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის “მომავლის თაობა” აჭარის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა.

მსვლელობის მონაწილეებმა ქვეითებს და მძღოლებს დაურიგეს საინფორმაციო ბროშურები ქუჩაზე გადასვლის წესებთან დაკავშირებით. პროექტის მიზანი იყო საგზაო წესების ცოდნის ამაღლება.

პროექტის მონაწილე აირჩიეს საგზაო უსაფრთხოების აქტუალური პრობლემა – ქვეითთა გადასასვლელები. პროექტის ჯგუფს ჩაუტარდა ტრენინგი საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მონაწილეებმა მოაწყვეს გამოფენა და დადგეს ფლეშმობი უსაფრთხო გადაადგილების თემაზე.

ასევე შეიტანეს წერილი მერიაში ქვეითთა გადასასვლელების მოხატვის მოთხოვნით. ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.