2017 წლის 26 აპრილს, ქალაქ ბათუმის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტის „თავისუფლება უფლებების საწინდარია“ დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის №23, კირნათის, მარადიდის და აჭარისწყლის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მოეწყო ბულინგის თემაზე გადაღებული ვიდეო რგოლების და ნახატების პრეზენტაცია, შეჯამდა მოსწავლეების მიერ განხორციელებული საქმიანობა. პროექტის მიზანია იყო ბულინგის შესახებ სასკოლო საზოგადოების და თემის წევრების ცნობიერების დონის ამაღლება, სამართლებრივი კულტურის განვითარება, ბულინგის გამოწვევი მიზეზების დაძლევა და პრევენცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურს–ცენტრების, ხელვაჩაურის გამგეობის და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები. ასევე ბათუმის №23, კირნათის, მარადიდის და აჭარისწყლის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.
ღონისძიების ბოლოს პროექტის მხარდამჭერებს და პარტნიორებს გადაეცათ სერტიფიკატები.ღონისძიება გაშუქდა აჭარის ტელევიზიის მიერ. ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.