სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სენაკის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით საქველმოქმედო საღამო გაიმართა 5 სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. მოსწავლეებმა ინფორმაცია საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ გაავრცელეს თემში, ასევე სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დაიდგა შემოწირულობის ყუთი.
ღონისძიებას 300-მდე ადამიანი დაესწრო, გაყიდული ბილეთების და გაწეულმა დახმარებამ 500 ლარი შეადგინა. სენაკი სკოლა-ლიცეუმის სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოჯახების 2 პირველკლასელი მოსწავლე სკოლაში უფასოდ ისწავლის.
„გადავწყვიტეთ უფრო გაგვეფართოებინა კლუბის საქმიანობის საზღვრები. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მხარდამჭერ ორგანიზაციას“ – სთქვა კლუბის ლიდერმა ანა დადიანმა რადიო „ათინათის“ ინტერვიუში.
პროექტი „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International მიერ აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.