სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ლიდერთა ფოტოგამოფენაში. 2017 წლის 9 მარტს, ფაბრიკა მასპინძლობდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ჩატარებული ფოტოკონკურსის „საქართველოს ახალგაზრდა ლიდერები“ ფინალისტების საზეიმო დაჯილდოვებას.
25 ახალგაზრდა ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ბ-ნმა იან კელიმ დააჯილდოვა. სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეები მარიამ ტეფნაძე, თედო იობიძე და ხატია შამანაძე ფოტოკონკურსის ფინალისტები გახდნენ, ხოლო მარიამ ტეფნაძემ ასევე მიიღო სპეციალური მადლობის სიგელი ფეისბუქზე მისი ფოტოს პოპულარობისათვის.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ბ-ნმა იან კელიმ, მისმა მეუღლემ ფრანჩესკა კელიმ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა, ბ-ნმა დუგლას ბოლმა მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტო სტენდები დაათვალიერეს, მოსწავლეებს გაესაუბრნენ და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.