2017 წლის 23 თებერვალს ახალციხეში  ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა „ახალგაზრდული შოუ“, რომელსაც  სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე, ქ. ახალციხის  კერძო სკოლის „მზექა“ მოსწავლეები მარიამ მელიქიძე და  გიორგი გიქოშვილი უძღვებოდნენ.

დაზიანებული კედლები, დამსხვრეული ლამპიონები, დანაგვიანებული ქუჩები  – რატომ არ უფრთხილდება საზოგადოება მშობლიურ ქალაქს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ახალციხეში ვითარების გასაუმჯობესებლად? მოსწავლეებმა აღნიშნული საკითხები  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ბ-ნ ილია ზარდიაშვილთან ერთად განიხილეს. გადაცემაში ასევე, მონაწილეობას იღებდა პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენელი, მზია ინასარიძე, რომელმაც პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

მომავალში მოსწავლეები გადაცემაში „ახალგაზრდული შოუ“     სხვა აქტუალური თემით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრებენ  პრობლემების  მოგვარების გზებზე.