ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  განხორციელებული მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში  ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების გამოცდილება შეიძინეს. შემდგომში გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხით  სკოლის ადმინისტრაციამ  სკოლის სასადილოსთვის შეიძინეს 4 მაგიდა და 8 სკამი.

სასადილოს სრული რეაბილიტაციისათვის, მოსწავლეები დაუკავშირდნენ  გერმანიაში მოღვაწე მეცნიერს, ბატონ სააკ ოვსეფიანს (წარმოშობით სოფელ ეშტიიდან), რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია სკოლის სასადილოს  სარემონტო მასალების შესყიდვისთვის. სარემონტო სამუშაოებში სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ.

მოსწვლეთა ინიციატივით აღდგენილი სასადილოს სკოლაში  გამოიყენებს სკოლის 119 მოსწავლე და 30 პედაგოგი.