2017 წლის 18 იანვარს, მოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია. სტენდებზე გამოფენილი იყო ამ პროექტების ამსახველი ფოტომასალა.

პროექტების მეშვეობით მოსწავლეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, თამბაქოს
მოხმარების საწინააღმდეგო ქმედებები, ტრეფიკინგის
საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, გარემოს დაცვა, საგზაო უსაფრთხოება,
ქართული ენის დაცვა ბარბარიზმებისგან, მოხუცებზე ზრუნვა და სხვა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე, ქ-ნი ლია გიგაური, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი,
ქ-ნი მონიკა აზიმი (USAID) და სამოქალაქო განათლების
პროგრამა „მომავლის თაობის“ დირექტორი, ქ-ნი მარინა უშვერიძე.

ღონისძიების დასასრულს, წარმატებული საქმიანობისთვის მოსწავლეებს, პედაგოგებს
და სკოლის დირექტორებს გადაეცათ სერტიფიკატები. სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია
PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.