აქტივობა ამავე სკოლის მოსწავლეების პროექტის, “მომავლის გასაღების” ფარგლებში გაიმართა, რომელმაც მცირე გრანტი მოიპოვა. “მომავლის გასაღების” მიზანია მოსწავლეთა და მშობელთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ასევე, არსებულ გამოწვევებზე რეაგირება და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.გამოფენისთვის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგის დახმარებით, შექმნეს არატრადიციული მასალებისგან დამზადებული ნამუშევრები. ასევე, მოამზადეს პრეზენტაცია მიმდინარე მცირე საგრანტო პროექტის.