ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს საინფორმაციო კამპანია თემში, რომლის თემა ქალთა უფლების დაცვა და გენდერული თანასწორობა იყო. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რიგი ღონისძიებები: მოსწავლეებმა მოიწვიეს იურისტი სკოლაში, რომელმაც ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე; გაიმართა საინფორმაციო  აქცია ნაადრევი ქორწინების შესახებ, მოეწყო უხუცეს ქალთა საბჭოსთან შეხვედრა.

საინფორმაციო კამპანიის დასასრულს სკოლაში გაიმართა  ღონისძიება, რომელსაც  ესწრებოდნენ მშობლები, მათ შორის იყვნენ მამებიც,  გაიმართა დისკუსია ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები სკოლაში და თემში გენდერული თანასწორობის შესახებ.