ზუგდიდის №4 საჯარო სკოლის, X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი ,,უსაფრთხოდ ვიაროთ გზებზე და გზაჯვარედინებზე”, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარი, ჩაატარეს გამოკითხვა სკოლასა და ქუჩაში.
გამოიკითხა 150 მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი და რიგითი მოქალაქე. გამოკითხვის შედეგად მოსწავლეებმა დაინახეს, რომ საჭირო იყო საზოგადოების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.
მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო მასალა, რომელიც განთავსდა სკოლაში თვალსაჩინო ადგილას. შემდეგ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საინფორმაციო აქცია მოეწყოთ ქუჩაში.
მათ წერილით მიმართეს სკოლის დირექტორს, რომელმაც შუამდგომლობა გაუწია მოსწავლეებს საპატრულო პოლიციასთან. აქციის დროს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფდა მოქალაქეებისა და მოსწავლეების უსაფრთხოებას. 14 დეკემბერს გაიმართა აქცია, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო მასალა საგზაო უსაფრთხოების შესახებ და ასევე დახმარება გაუწიეს ქვეითად მოსიარულეებს გზაჯვარედინებზე დაეცვათ საგზაო წესები.