აქტივობები მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. სახალისო სპორტულ აქტივობებთან ერთად, მოსწავლეებმა ასევე გაავრცელეს საინფორმაციო მასალები ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, მოიწვიეს ადგილობრივი ექიმი სემინარის ჩასატარებლად და ითანამშრომლეს ადგილობრივ სპორტსკოლასთან. პროექტის ფინალურ აქტივობებს დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024