სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტიბაანის საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეები და სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქ-ნი ნანა მაისურაძე, თბილისში ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ. სტუმრებს უმასპინძლა ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბ-ნმა გიორგი ფარეშიშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და პრიორიტეტებზე; ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე.
ვიზიტის მონაწილეებმა გაიცნეს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლები და გაეცნენ მათი საქმიანობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს. ვიზიტი მოსწავლეებისთვის საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები შეკითხვებზე.