პორტში სტუმრობისას მოსწავლეებმა გაიგეს როგორ ხდება ტვირთის გადაზიდვა, რატომ არის საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და რა როლს თამაშობენ ამ პროცესში საზღვაო ნავსადგურები. ასევე, მსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ფოთის პორტში ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე.