2016 წლის 18 ნოემბერს ქვემო ქართლის რეგიონის, პროგრამის “მომავლის თაობა” პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები ეწვივნენ ტელეკომპანია GDS-ს. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელეთის, ჯანდარას და ნაზარლოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა.
ვიზიტის მონაწილეებს უმასპინძლა ტელეკომპანია GDS-ის მენეჯერმა ნათია ბოლქვაძემ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა გადაცემების ჩაწერისათვის განკუთვნილი სტუდიები, სამონტაჟოები, ხმის ჩამწერი, გრაფიკული დიზაინის და საანონსო განყოფილებები და გაიცნეს სხვადასხვა სპეციალობის მქონე ადამიანები, რომლებმაც მოსწავლეებს გააცნეს მათი საქმიანობის ძირითადი ასპექტები და მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხეს.
ვიზიტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ენახათ ტელევიზიის მუშაობა და ესაუბრათ მათთვის საყვარელი გადაცემების შემქმნელებთან. მოსწავლეებისათვის ეს სტუმრობა ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი გამოდგა.
მათ GDS-გან სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს. ვიზიტი მოეწყო ტელევიზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 21 ნოემბერს აღინიშნება.