თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გამოეხმაურონ საგზაო უსაფრთხოების საკითხს და დაიწყეს საინტერესო აქცია სახელწოდებით „ბავშვების ხმა”. აქციის ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საკუთარ ნახატებზე დაწერეს შემდეგი მოწოდებები: „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი!“; „გთხოვ, იარო ნელა!“ და ა.შ.

სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა ეს ნახატები მანქანების საქარე მინაზე დატოვეს, ან პირადად ავტომანქანის მძღოლებს გადასცეს. „ნახატებმა მძღოლებში დადებითი განწყობა გამოიწვია, უმეტესობა აქებდა ამ წამოწყებას, მძღოლების გვერდით მჯდომი ადამიანები გვთხოვდნენ, მათთვისაც მიგვეცა ერთი ნახატი,“-№155 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი დვალი.

აქცია „ბავშვების ხმა“ სოციალურ ქსელშიც მიმდინარეობს, მოსწავლეები აზიარებენ საკუთარი კლუბის მიერ დატოვებული ბარათების ფოტოებს ჰეშთეგით -№ბავშვებისხმა. №მომავლის_თაობა

აქცია „ბავშვების ხმა“ 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ისევ გრძელდება, მასში უკვე გაერთიანდა თბილისის №186, №155, №152, №30, №29, №107, №192 საჯარო სკოლების და კერძო სკოლა “ოპიზას” სამოქალაქო კლუბები.

სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს ორგანიზაცია PH International.