რაჭალეჩხუმი, ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის საინტერესო სასწავლო ვიზიტები განხორციელდა. ვიზიტებში 8 საჯარო სკოლის 15 მოსწავლე მონაწილეობდა.

სამოქალაქო კლუბის წევრები ვიზიტით დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ. დაათვალიერეს აეროპორტის გაფრენისა და ჩამოფრენის დარბაზი, სარეგისტრაციო დახლები, საინფორმაციო ციფრული მონიტორი, სადაც მარშრუტების განრიგია განთავსებული.

გაიარეს ,,რეგისტრაცია;; , და ყველა იმ პროცედურას პირადად გაეცნენ, რასაც მგზავრები გადიან. მოინახულეს ასაფრენი ბილიკი და გარე სივრცეში განთავსებული ტექნიკა, რაც უსაფრთხო ფრენისთვისაა მნიშვნელოვანი.

აეროპორტის შემდეგ ისინი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც ჩაშენებული სისტემების ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, რომელიც კაიზერსლაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2013-2014 სასწავლო წლიდან ზუსტ და საბუნების­მეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაინერგა. თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობის შემდეგ კლუბის წევრები ქუთაისის მედია ორგანიზაციებში იმყოფებოდნენ. ისინი რადიო ,,ძველ ქალაქს“ და ტელეკომპანია ,,მეგა TV-ში ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მათე ბახსოლიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი: ,,ასეთი ვიზიტების დროს ახალ ინფორმაციას ვიღებთ, ძალიან გვეხმარება პროფესიულ ორიენტაციაში. აქამდე არც მიფიქრია ავიაციაზე, დღეს სურვილი გამიჩნდა, რომ მფრინავი გავხდე. ‘;