წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა სკოლამდე მისასვლელი საქვეითო ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო.

გასულ სასწავლო წელს სამოქალაქო კლუბის ,,ორთოდოქსები“ წევრებმა ჭიათურის მაშინდელ გამგებელს სულხან მახათაძეს წერილით მიმართეს და ხიდის რეაბილიტაცია სთხოვეს, აქციაც მოაწყვეს, მაშინ გამგებელს პირადადაც შეხვდნენ და პრობლემების შესახებ მოახსნეს. ხიდი საქართველოს რკინიგზის დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსწავლეთა მოთხოვნა საქართველოს რკინიგზას გადაუგზავნა.

ცისმარი ტეფნაძე, სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგი: ,,სასიხარულოა, რომ მოსწავლეთა მოთხოვნა გაითვალისწინეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დანაპირები შეასრულა. ეს ფაქტი კიდევ უფრო აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, მაქსიმალურად ჩაერთონ თავიანთი ქალაქის ცხოვრებასა და პრობლემების მოგვარების პროცესში“.

ხიდის რეკონსტრუქცია 2016 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო და 2017 წლის 30 იანვარს დასრულდება, სარემონტო სამუშაოებს შპს ,,ელიტა ბურჯი“ ასრულებს.