ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეებისთვის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას თბილისის 8 სკოლის 19 მოსწავლე ესწრებოდა.

ვიზიტის დროს მოსწავლეები შეხვდნენ ცენტრის დირექტორს ბ-ნ გიორგი ფარეშიშვილს, რომელმაც ისაუბრა ევროპულ ღირებულებებზე, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში საქართველოს კულტურაზე. მოსწავლეები გაეცნენ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას.

მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. “შეხვედრა საინტერესო და სასარგებლო იყო.

ჩვენ კიდევ ერთხელ, ერთად გავიაზრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლური კურსი ჩვენი ქვეყნისთვის, რაშიც ბატონი გიორგის არაჩვეულებრივი ლექცია დაგვეხმარა”- სკოლა ოპიზას სამოქალაქო კლუბის ლიდერი ლუკა გვარლიანი. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცა საინფორმაციო ცენტრის მიერ ნატოსა და ევროკავშირის თემაზე დაბეჭდილი სხვადასხვა საინტერესო მასალა.