პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს პირველირესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატ ქალებზე და მოამზადეს საინფორმაციო მასალები სკოლაში გამოსაფენად. ასევე, მოსწავლეების ორგანიზებით, სკოლას ეწვივნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ქალები: ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მაკა დიდებულიძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თათია ბროლიძე.მოსწავლეებმა სტუმრებისთვის გააკეთეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია, რომელიც დასრულდა სტუმრებსა და მოსწავლეებს შორის საინტერესო დისკუსიით. პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს.