სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა ვიზიტი აშშ-ში, ვერმონტისა და მასაჩუსეტსის შტატებში სამოქალაქო განათლების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვიზიტის მონაწილეებმა გამართეს შეხვედრები ჰარვარდისა და ბოსტონის უნივერსიტეტების სოციალური მეცნიერებების პროფესორებთან, განათლების სფეროს ადმინისტრატორებთან და სპეციალისტებთან, ეწვივნენ განათლების სააგენტოსა და სკოლებს.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა ლია გიგაურმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თავმჯდომარემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტმა, ქ-ნმა ნინო ბესელიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, ბ-ნმა ნიკოლოზ სილაგაძემ. სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.